ბანკზე თავდამსხმელი დააკავებულია. ყველა მძევალი თავისუფალია. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს მოხდა ავლაბრის ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასმხმა. თავდამსხმელი იყო ერთი, რომელმაც აიყვანა მძევლები. აქტიური საგამოძიები მოქმედებების შედეგად, დაკავებულია თავდამსხმელი, მძევლები გათავისუფლებულები არიან. დაზიანება არავის მიუღია. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. თავდამსხმელის მიერ მოთხოვნების თაობაზე და სხვა დეტალებზე, მძევლების რაოდენობაზე დაზუსტებულ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით. დამატებით კომენტარს გავაკეთებთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.