4-მა მძევალმა ბანკის შენობა დატოვა

2021-04-16 13:55:46

ავლაბარში, სადაც „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება ინფო რუსთავის გადამღები ჯგუფი.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს რამდენიმე მძევალი ჰყავს აყვანილი. როგორც ინფო რუსთავის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცოტახნის წინ ბანკის შენობა დატოვა 4-მა მძევალმა აქედან 3 ქალია და ერთი მამაკაცი. დაზუსტებული ინფორმაცია რამდენი მძევალია ამ დროისთვის კიდევ შენობაში უცნობია.

ცოტახნის წინ მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციაც განხორციელდა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.