ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.
თვითმხილველის ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ბანკის 4 თანამშრომელი ჰყავს აყვანილი. მისი თქმით, ინფორმაცია აქვს ხანდაზმული ქალისგან, რომელიც ბანკში სერვისის მისაღებად იმყოფებოდა და თავდამსხმელმა გაათავისუფლა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.