პროფესიულ კოლეჯ "მოდუსის" ერთ-ერთ მასწავლებელს კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" კოლეჯშიც დაუდასტურეს, სადაც აცხადებენ, რომ მასწავლებლისთვის ვირუსის დადასტურების შემდეგ მასთან კონტაქტში მყოფი სამი პირი თვითიზოლაციაში გადავიდა.
კოლეჯში სასწავლო პროცეს ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ხოლო ოთახს, სადაც ინფიცირებული მასწავლებელი იმყოფებოდა სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდება.