რუსთავში ონლაინ სწავლებაზე კიდევ 3 სკოლა გადადის

2021-04-14 23:08:05

რუსთავის მე-4, 24-ე და 28-ე საჯარო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩკაშვილმა დაუდასტურა.

ხეჩიკაშვილის თქმით, მიზეზი სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება გახდა.

არსებული ინფორმაციით, მე-4 საჯარო სკოლაში კორონავირუსი სამ, 28-ე საჯარო სკოლაში კი ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა. მოსწავლე და მასწავლებელია ინფიცირებული 24-ე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.  

მე-4 საჯარო სკოლის 1700-მდე, 24-ე საჯარო სკოლის 1400-მდე და 28-ე საჯარო სკოლის 800-მდე მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე ორი კვირის განმავლობაში დარჩება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები