რომელი სუნელებია ჯანმრთელობისთვის საშიში

2017-07-12 18:28:23

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართული სანელებლების კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.

კვლევისთვის ქვეყნის მასშტაბით სარეალიზაციო ობიქტებიდან სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში  გადააგზავნეს. შედეგად დარღვევა 4 შემთხვევაში გამოვლინდა.

კერძოდ, ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა წითელი წიწაკაში (7,06მგ/კგ), სუნელსა (5,60მგ/კგ) და 2 შემთხვევაში მშრალ აჯიკაში (6,38მგ/კგ და 5,96მგ/კგ) გამოვლინდა.

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა "პროდუქცია ამოღებულია ბაზრიდან და მისი განადგურება ყველა საჭირო პროცედურის შემდეგ მოხდება და გამოვლენილ დარღვევაზე დეტალური  ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას" - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა 1 კილოგრამ სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს.