ავარია რუსთავში [photo]

2020-04-09 18:54:18

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ფოლკსვაგენი" მარკის ტაქსი და "მინი კუპერის" მარკის ავტომობილი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.