რუსთავი 2-ს თანამშრომლები ტოვებენ

2017-07-11 14:04:57

ტელეკომანია „რუსთავი 2“ გასართობი პროექტების პროდიუსერებმა გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ დატოვეს. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, პროდიუსერები მუშაობას ტელეკომპანია "იმედში" აგრძელებენ და ახალი სეზონიდან, სავარაუდოდ, იგივე  ან სხვა საერთაშორისო პროექტებს განახორციელებენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, "რუსთავი 2-ის" დატოვებას გასართობ პროექტებზე მომუშავე კადრების ნაწილიც აპირებს.

გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე "ნიჭიერის" "X ფაქტორის" და სხვ. გადაცემების პროდიუსერები არიან.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ჟურნალისტმა ნატა მახვილაძემაც დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავი 2-ში ფინანსური კრიზისია და თანამშრომლებს ანაზღაურება ბოლო სამი თვის განმავლობაში არ აუღიათ.