რუსთავში 55 წელს გადაცილებულ პირთა ვაქცინაცია დაიწყო

2021-04-05 19:26:21

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 5 მარტიდან კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესში 55 წელს გადაცილებული მოქალაქეებიც ჩაერთნენ.

პირველივე დღეს რუსთავში აცრა 55 წელს გადაცილებულმა ორმა პირმა გაიკეთა. მათ ვაქცინაციის პროცედურა კლინიკა "რუსთავში" ჩაუტარდათ.

15 მარტის შემდეგ ქალაქის მასშტაბით ასტრაზენეკას ვაქცინით 134 რუსთაველი აიცრა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ვაქცინაციის პროცესი N1 და N2 დიაგნოსტიკურ ცენტრებში მიმდინარეობდა, თუმცა ახალციხეში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელებულიყო, რისთვისაც რუსთავში კლინიკა "რუსთავი" გამოიყო.

ამ დროისთვის ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და 55 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან ჩართულები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები