რუსთავში, სხვადასხვა მისამართზე სპორტული მოედნები და საბავშვო გასართობი კუთხეები მოეწყობა. შესაბამის სამუშაოებზე მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, სპორტული მოედნები მე-16 მიკრორაიონის #7 კორპუსთან და #4 მუსიკალურ სკოლასთან მოეწყობა. ბავშვთა გასართობი კუთხეები კი, მე-12 მიკრორაიონის #35, ახმეტელის #4 და თოდრიას #13 კორპუსებთან იქნება განთავსებული.
სამუშაოების შესასრულებლად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 90 კალენდარული დღე ექნება.
პროექტის პირველად ღირებულება 229 820 ლარია.