დატოვებენ თუ არა რუსთაველი ფეხბურთელები ფოლადის სტადიონს

2017-07-10 14:31:07

დატოვებენ თუ არა რუსთაველი ფეხბურთელები  ფოლადის სტადიონს უახლოეს პერიოდში გაირკვევა. სტადიონის მფლობელების გადაწყვეტილებით, კლუბს სტადიონი დღეს უნდა დაეტოვებინა. საკითხთან დაკავშირებით, ქალაქის თვითმმართველობისა და სტადიონის მფლობელი, მეტალურგიული ქარხნის წარმოამდგენლები ფინანსთა სამინისტროში მსჯელობენ.

კლუბსა და სტადიონის მეპატრონეს შორის მოქმედ საიჯარო ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა, მას შემდეგ კი მეპატრონემ  „რუსთავის რუსთავს“ ხელშეკრულების გაფორმება ახალი პირობებით შესთავაზა.  ახალი პირობები კი კლუბის დირექტორისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.