სასტუმრო “ვინოტელი” 10 000 ლარით დააჯარიმეს

2021-03-31 23:49:15

სასტუმრო “ვინოტელის” მეპატრონე 10 000 ლარით დაჯარიმდა - ამის შესახებ შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა იმ სასტუმროს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომელშიც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან.

მისივე თქმით, დაჯარიმდებიან ის პირები, რომლებმაც ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოქმედების დროს, სასტუმრო რუმსიდან “ვინოტელში” გადაინაცვლეს.

ობოექტი დაჯარიმდა 10 000 ლარით. რაც შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც გადააგილდებოდნენ სასტუმრო “რუმსიდან” ამ სასტუმროში, აღნიშნული პირებიც იქნებიან დაჯარიმებულები” , - აცხადებს შრომის ინსპექციის წარმომადგენელი.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, დატოვებენ თუ არა პოზნერის სტუმრები სადღესასწაულო ვახშამს, ის ამბობს, რომ დატოვებენ.

დატოვებენ, სავარაუდოდ, თქვენ თვითონ ნახავთ, მალე დატოვებენ”, - განაცხადა ინსპექციის წარმომადგენელი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები