კახა კალაძე კლინიკაშია მოთავსებული

2021-03-26 20:50:50

თბილისის მერი კახა კალაძე კლინიკაშია მოთავსებული. ამის შესახებ ის საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

"მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.

თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული  სინდრომი და ესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს  ინფორმაცია ჩემგან  მიგეღოთ.

შეხვედრამდე!", - წერს კალაძე.