რუსთავში დისტანციურ სწავლებაზე კიდევ ერთი, #6 საჯარო სკოლა გადავიდა.
როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, მიზეზი სკოლაში კოვიდ19-ის შემთხვევის დაფიქსირება გახდა.
მისივე თქმით, კორონავირუსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს დაუდასტურდა.
აღნიშნული სკოლის 720 მოსწავლე და 41 მასწავლებელი 9 აპრილამდე დისტანციურად ისწავლის.
როგორც თამარ ხეჩიკაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ამ დროისთვის რუსთავში სრულად დისტანციურ სწავლებაზე #22, #7,#12 და #6 სკოლები არიან.