კოვიდ19-ით ინფიცირების შემთხვევები რუსთავში

2021-03-23 17:13:16

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათგან 19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 172 პირი შემოწმდა.

გამოკვლეულთა შორის 6 პედაგოგი და 4 ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა. პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.

ვირუსზე 51 ​პირი შემოწმდა N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში, კორონავირუსი კი 4-ს დაუდგინდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები