რუსთაველი სტუდენტების დაფინანსება გრძელდება

2021-03-23 16:50:26

წარჩინებული და სოციალურად დაუცველი რუსთაველი სტუდენტების სწავლის დაფინანსება გრძელდება.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ქვირიამ განუცხადა, წინა წლებთან შედარებით, დაფინანსების მსურველთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მისი თქმით, მოიმატა პროგრამის ცნობადობამ და გარდა ამისა, ახალგაზრდებში აკადემიური მოსწრების მიხედვით თანხის დიფერენცირებამ, მოტივაციის ამაღლება გამოიწვია.

დაფინანსების წესში ცვლილება 2020 წელს შევიდა და მას შემდეგ წესები უცვლელია.

აკადემიური მოსწრების შესაბამისად გასაცემი თანხის დიფერენცირება შემდეგი წესით ხდება:

81-დან 90 ქულამდე - 800 ლარი;

90-დან 95 ქულამდე - 1000 ლარი;

95-დან 100 ქულის ჩათვლით - 1200 ლარი.

წელს განცხადებების მიღება იანვრის თვეში დაიწყო და ამ დროის მონაცემებით, დაფინანსებულია 240 სტუდენტი.

ჯამში, მიმდინარე წელს, აღნიშნული პროგრამისთვის 300 000 ლარია გამოყოფილი.

მათ, ვისაც დაფინანსების მოპოვება სურთ, უნდა გაითვალისწინონ, რომ მერიაში წარსადგენი საჭირო საბუთების ჩამონათვალი ასეთია:

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსთავში ცხოვრების დამადასტურებელი მოწმობა;

სტუდენტის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული ბანკის მიერ დადგენილი
წესით;

ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის (აქტიური) შესახებ (დედანი);

განცხადება რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელზე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები