რუსთავში შვილმა დედას სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცსა და 80 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კამათი ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რა დროსაც შვილმა დედაზე იძალადა და მას სხეულზე რამდენიმე დაზიანება მიაყენა.
ფაქტი ძველ რუსთავში დაფიქსირდა. ადგილზე მალევე მივიდა კრიმინალური პოლიცია. არსებული ინფორმაციით 60 წლამდე მამაკაცი დაკავებულია.