შეკვეთილი მკვლელობისთვის 3 ქართველი დააკავეს

2021-03-21 13:48:09

საფრანგეთში ქართული წარმოშობის სამი ადამიანი შეკვეთილი მკვლელობისთვის დააკავეს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, 45 წლის ფრანგმა მამაკაცმა ქართველებს 42 წლის მეუღლის მკვლელობა შეუკვეთა. 4 შვილის დედა მაგალი ბლანდინი 11 თებერვლის შემდეგ გაუჩინარებული იყო და მას პოლიცია ერთ თვეზე მეტხანს ეძებდა.

საბოლოოდ, სამართალდამცავებმა 19 მარტს ქალის ცხედარი მდინარე რენეს მახლობლად იპოვეს.

45 წლის ჯერემი ჯ, მეუღლის მკვლელობის შეკვეთას აღიარებს.

მასთან ერთად დაკავებულია ქართული წარმოშობის 1990 და 1975 წელს დაბადებული ორი კაცი და 1996 წელს დაბადებული ქალი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები