ფასდაკლებები შავი ფერის ავტომობილებისთვის [photo]

2021-03-17 19:20:35

"Black Motors"-ს მომხმარებლებისთვის სიახლე აქვს. ®

ავტომობილების მოვლის ყველაზე სანდო და მრავალფეროვანი სივრცე რუსთავში ძველ, კარგად ნაცნობ მომსახურებებთან ერთად ახლა სერვისებსაც გთავაზობთ.

კომპანიამ უკვე დანერგა ავტომობილის ქვევიდან რეცხვის სერვისი, რომლის მიღებაც, ამ დროისთვის, რუსთავში მხოლოდ 2 ლოკაციაზეა შესაძლებელი.

გარდა ამისა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ "Black Motors" გთავაზობთ ავტომობილის გარეცხვას პრემიუმ ხარისხის აპარატურით (წყალი, რომლითაც ირეცხება ავტომობილი, გერმანული ფილტრაციის ტექნოლოგიით მუშავდება), ქიმწმენდას ასევე უახლესი აპარატურით, ავტომობილის შრობას მინიმალურ დროში, ძრავებისა და სიჩქარეთა გადაცემის კოლოფების აწყობას.

რაც მთავარია, კომპანია გთავაზობთ თქვენი ავტომობილის ელექტროობის კომპიუტერულ დიაგნოსტიკას.

თუმცა, ყველაფერი ამით არ მთავრდება. თუ ფიქრობთ, რომ "Black Motors"-ს შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი სატრანსპორტო საშუალება ანდოთ, ცდებით. როცა ხაზს ვუსვამთ სერვისის მრავალფეროვნებას, ვგულისხმობთ იმასაც, რომ ობიექტი მომხმარებელს ადგილზე მისვლით სთავაზობს სახლის რბილი და ოფისის ავეჯის ქიმწმენდას.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ შავი ფერის ავტომობილების მძღოლები, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, ნებისმიერ სერვისზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ამასთანავე, "Black Motors" არის რუსთავში პირველი ავტო სერვისის კომპანია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მიღებული მომსახურების საფასური გადაიხადოთ პლასტიკური ბარათითაც.

გარდა ამისა, რაც მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აქ დაგხვდებათ კომფორტული სივრცე, სადაც შეგიძლიათ მოიცადოთ და მიირთვათ გემრიელი ყავა მანამ, სანამ თქვენი ავტომობილი პროფესიონალთა ხელში იქნება.

"Black Motors" მდებარეობს ცურტაველის ქუჩაზე, რესტორან "სამეფოს" გვერდით. ობიექტი მუშაობს კვირის ნებისმიერ დღეს, კომენდანტის საათის გათვალისწინებით, 09:30 საათიდან 19:30 საათამდე.

მანქანის ელექტროობის კომპიუტერულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებულ დეტალებზე უნდა დარეკოთ ნომერზე 577 61 72 84, სხვა სერვისებთან დაკავშირებით კი - 599 86 65 99;

ჯერ ისევ ფიქრობთ ვის ანდოთ თქვენი ავტომობილი რუსთავში? პასუხი უცვლელი და ძალიან მარტივია, ავტომობილი უნდა ანდოთ "Black Motors"-ს, რომელიც გთავაზობთ ერთ სივრცეში მრავალფეროვან მომსახურებას.

კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მოსახვედრად უნდა ეწვიოთ მითითებულ ბმულს.