147 სექსმუშაკი პოლიციაში გადაიყვანეს

2017-07-06 11:10:24

შსს-ში აცხადებენ რომ - "პროსტიტუციისა და სხვა დანაშაულების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, შს სამინისტრომ განახორციელა რიგი ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2017 წლის 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჩატარებული პრევენციული მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ბარიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, მიიყვანეს: 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი ქალი (სულ – 91 პირი); ასევე, 56 მამაკაცი, მათ შორის, 15 – ქართველი და 41 უცხოეთის მოქალაქე. ამავე ღონისძიების დროს, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლის (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, აღნიშნული პრევენციული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

წყარო: kvira.ge