როგორ გრძნობენ თავს ვაქცინირებული რუსთაველები

2021-03-16 19:31:53

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, როგორ გრძნობენ თავს რუსთაველები, რომლებმაც 15 მარტს კოვიდ19-ის წინააღმდეგ აცრა გაიკეთეს და იმ დიაგნოისტიკური ცენტრების ხელმძღვანელ პირებს დაუკავშირდა, სადაც ვაქცინაცია ტარდება.

"რამდენიმე ექიმს მისცა მაღალი ტემპერატურა 39°C, აღენიშნებოდათ შემცივნება და მკლავის ტკივილი", - განუცხადა "ინფო რუსთავს" N1 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული სიმპტომები ვაქცინისთვის დამახასიათებელი, ბუნებრივი რეაქციაა და არ ნიშნავს იმას, რომ აცრამ უკუჩვენება გამოიწვია.

როგორც N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში აცხადებენ, ყველა ვაქცინირებული პირი თავს კარგად გრძნობს. კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას თქმით, არანაირი რეაქცია პროცედურის შემდეგ არცერთ ვაქცინირებულ პირს არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რუსთავში ვაქცინაციის პირველ დღეს 30 ადამიანი აიცრა.

Astrazeneca-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 15 მარტს N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში 20-მა მედიკოსმა გაიკეთა, N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში - 10-მა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში 13 მარტს Astrazeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა შემოიტანეს, საიდანაც 1400 რუსთავის ამცრელ პუნქტებში გადანაწილდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები