განახლდება თუ არა რუსთავის ყველა სკოლაში სწავლა

2021-03-13 18:08:20

სწავლა რუსთავის ყველა სკოლაში განახლდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა.

ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, სწავლის განახლებამდე სკოლის ყველა თანამშრომელს კოვიდ19-ზე ტესტირება უტარდება.

"ყოველ 2 კვირაში ერთხელ მიმდინარეობს ტესტირება თანამშრომლების. 10-დან დავიწყეთ და დღესაც მიმდინარეობს ტესტირება რამდენიმე სკოლაში. შესაბამისად, სწავლის დაწყებამდე ყველა სკოლის ყველა თანამშრომელი იქნება გატესტილი. ამ დროისთვის, დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

მისივე თქმით, არდადეგების დასრულებას რუსთავში სრულად დისტანციურ რეჟიმზე არცერთი კლასი არ შეხვდება. როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ქალაქის 20-მდე სკოლაში სწავლება ჰიბრიდული მოდელით გრძელდება.

შეგახსენებთ, საგაზაფხულო არდადეგები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 15 მარტამდე იყო გამოცხადებული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები