რუსთავში სუნამოს ტესტერი მოიპარეს

2020-03-11 18:33:04

რუსთავში, მამაკაცმა სუნამოს ტესტერი მოიპოარა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში მოხდა.

როგორც მაღაზიაში დასაქმებული პირი სოციალურ ქსელში წერს, სუნამოს ტესტერის ფასი 65 ლარს შეადგენდა.

"კოსტავას სუფთა სახლში მამაკაცმა მოიპარა 65 ლარიანი სუნამოს ტესტერი. ისარგებლა მომენტით, როცა ყველა კონსულტანტი მომხმარებელს უწევდა კონსულტაციას და ასე ურცხვად აიღო და ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში.

თუ ახლა კითხულობ, შენი ნებით მოდი და დააბრუნე. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა კანონიერ გზას მივმართავ და მაინც გიპოვი", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ქურდობის ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები