მეუფე იოანე მარტვილში ჟურნალისტების დაშავებაზე [video]

2021-03-11 16:35:35

"ჟურნალისტები რომ გადმოცვივდნენ, მათი ბრალი იყო, ნუ აბრალებენ სხვას", - ასე შეაფასა ქუთაის-გაენათის ეპარქიის ხელმძღვანელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინცინდენტი, რომლის შედეგადაც ჟურნალისტები, ოპერატორები და მოქალაქეები დაშავდნენ. [ვიდეო/video]

როგორც მეუფე იოანემ აღნიშნა, ჟურნალისტების მხრიდან ეპარქიაში ძალით შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რაც მისი შეფასებით, ხულიგნობაა და ჟურნალისტიკასთან არანაირ კავშირში არაა.

"ძალადობა ჟურნალისტის საქმე არ არის. ძალით შეჭრა, ეს უკვე ხულიგნობაა, აქ ჟურნალისტობა საერთოდ არაფერ შუაში არაა. ჟურნალისტის პროფესია არ ითვალისწინებს, რომ ძალით შეიჭრე იქ, სადაც კერძო საკითხი ირკვევა, საეკლესიო კანონებითა და საეკლესიო წესით, რომელიც თქვენ უბრალოდ არ იცით და იქ რა უნდა გაარკვიოთ. თუ მიზანი იყო ჩაშლილიყო ის შეხვედრა, ჟურნალისტის საქმე არც ეს არ არის. ეს არის ექსტრემიზმი, უპატივცემულობა. ფსიქოლოგიური ძალადობა და ფიზიკური ზეწოლაც იყო იქ, სამწუხაროა", - განაცხადა მეუფე იოანემ.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულის მოაჯირი მოწყდა და 10-მდე ადამიანი აივნიდან გადავარდა.