ყონდიდის ეპარქიაში 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან გადავარდა. [ვიდეო/video]
არსებული ინფორმაციით, მეორე სართულის მოაჯირი მას შემდეგ მოწყდა, რაც ეპარქიის შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტი და ოპერატორი.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი კრებას მართავდა. ამ დროს მეუფე პეტრეს მხარდამჭერები აქციას მართავდნენ. მათი ნაწილი, ჟურნალისტების მსგავსად, ეპარქიის მეორე სართულზე იყვნენ.