ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ვაქცინა უფრო ადრე, შაბათს შემოვა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე თქვა.
"საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით, თარიღმა გადმოიწია 1 კვირით, ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება", - თქვა ტიკარაძემ.
მინისტრის განმარტებით, 13 მარტიდან ქვეყანაში თავდაპირველად „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა.
მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო მათი განმეორებითი აცრა მას შემდეგ მოხდება, რაც „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები ქვეყანაში შემოვა.
„მას შემდეგ რაც ტვირთი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ხვალ და ზეგ მოგაწვდით, მოხდება მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება შესაბამის დაწესებულებებში, სადაც ვაქიცანია იგეგმება. დალოდება „ფაიზერთან“ არ მოხდება, ვინაიდან ეს ორი პროცესი ერთმანეთთან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს.
„ასტრაზენეკას“ შემთხვევაში აცრილი იქნება 43 200 ადამიანი, მეორე დოზით ისინი აიცრებიან მას შემდეგ რას მივიღებთ დამატებით „ასტრაზენეკას“ დოზებს. ეს ასევე შეთანხმებულია საბჭოსთან. გვაქვს დროის მონაკვეთი, როდესაც გარანტირებულად შემოვა მეორე ვაქცინა. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დროულად და დაჩქარებულ რეჟიმში შეგვიძლია ავცრათ უფრო მეტი რაოდენობა მოქალაქეების და ჩვენი ექიმების. ჩვენ გვაქვს 6-დან 12-კვირამდე ვადა იმ აღნიშნული პროტოკოლით, რითაც ხდება „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია, შესაბამისად, გარანტირებული მოლაპარაკებებით, რომელიც გამართულია, ჩვენ გვაქვს იმის დასტური, რომ მოესწრება მეორე დოზის შემოტანა“, - განაცახდა ტიკარაძემ.
"აღმოჩნდა, სამწუხაროდ, რომ ერთ-ერთი ვაქცინა არის აბორტის მსხვერპლისგან დამზადებული, უმანკო ჩანასახისგან აღებული ნაწილი შედის იქ. ეს ჩემთვის მიუღებელია, კანიბალიზმის დონემდე მიდის უდანაშაულოს, უმანკოს, ძალადობით მოკლულის მიერ ჯანმრთელობას მივხედოთ. ეს განხილული იყო წმინდა სინოდზეც. საუბარია ასტრაზენეკაზე და ჩემთვის მიუღებელია, თუნდაც მხოლოდ ამიტომ", - აცხადებს მეუფე.