კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - დღეს, 3 ივლისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვესადგურზე „ლეჟბადინი 1“ მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზი დაზიანდა, რის გამოც „რუსთავის წყლის“ ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეზღუდული აქვს: რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას; წყალმომარაგება, 23:30 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.
კომპანია „რუსთავის წყალი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.