ავარია რუსთავში [photo]

2021-03-08 18:48:30

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ოპელისა" და "მიცუბიშის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

შეჯახების შემდეგ "მიცუბიშის" მარკის ავტომობილმა რკინის მოაჯირი მოანგრია და ტროტუარზე ავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები