ეზოები საქათმეებისგან გაათავისუფლეს

2017-07-03 19:12:09

რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახური უკანონოდ გათავსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს განაგრძობს. ამჟამად ქალაქის მასშტაბით საცხოვრებელი კორპუსების ეზოების და მიმდებარე ტერიტორიების გასუფთავება მიმდინარეობს. აღნიშნულმა სამსახურმა მე-15 მიკრორაიონის, მე-8 და მე-17 მიკრორაიონების ზოგიერთ ეზო უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციებისა და საქათმეებისგან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, ქალაქში რაიმე სახის მსუბუქი კონსტრუქციის განთავსება მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის ნებართვის საფუძველზეა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ყველა კონსტრუქცია თუ შენობა-ნაგებობა  თვითნებობად ჩაითვლება და ზედამხედველობის სამსახური  შესაბამის ზომებს მიიღებს.