თბილისის ზღვაში მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდს თბილისის ზღვაში მაშველები თითქმის ერთი საათის განმავლობაში ეძებდნენ. მაშველთა ორმა ჯგუფმა სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შეტყობინება შევიდა. მოზარდის ცხედარი ზღვიდან ცოტახნის წინ ამოიყვანეს.