ე.წ. "ელიავას ბაზრობა" იწვის

2017-07-02 22:33:20
თბილისში,ელიავას ბაზრობაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური იტყობინება, ცეცხლი ავტონაწილების მაღაზიას გაუჩნდა. მაღაზიაში გაჩენილი ხანძარი დაახლოებით 600კვ.მ-ზეა მოდებული. ადგილზე მობილიზებულია 15-მდე სახანძრო და სამაშველო მანქანა. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებიც. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.