თავდასხმა რუსთავის სამორინეზე

2021-00-01 00:01:12

თავდასხმა რუსთავის სამორინეზე.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე არსებულ 777 სამორინეში 30 წლამდე მამაკაცი სასტარტო პისტოლეტით შეიარაღებული შეიჭრა, მივიდა სალაროსთან და მოლარე ოპერატორს თანხა მოსთხოვა.

ოპერატორმა მოახერხა მიმალვა, რის შემდეგაც ფაქტის შესახებ შესაბამის სამსახურებს აცნობა. ადგილზე დროულად მივიდა რუსთავის კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, თუმცა მამაკაცმა მიმალვა მოასწრო. დამნაშავემ სამორინედან თანხის გატაცება ვერ მოახერხა.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამაკაცი, მოგვიანებით დააკავეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.