გარდაბანი - ტურნირი ფრენბურთში

2017-07-01 14:47:05

ქალაქ გარდაბანში №3 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ლევან დევდარიანის სახელობის ტურნირი ფრენბურთში გაიმართა. ტურნირში ექვსი გუნდი მონაწილეობდა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში „მელე“ – „ლელაშხა 2“ შორის გამარჯვებული გუნდი „მელე“ გახდა. ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფინალში ერთმანეთს „შკედი“ და „ლემზაგორი“ დაუპირისპირდა. მატჩში 3:2 „შკედის“ გამარჯვებით დასრულდა.

გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით ლევან დევდარიანის მამამ რობინზონ დევდარიანმა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელმა ავთანდილ ჯანხოთელმა და ა(ა)იპ სპორტული ცენტრის დირექტორმა ზურაბ ბენდელიანმა დააჯილდოვეს.

ჟიურის წევრებმა „საუკეთესო მოთამაშე“,  „საუკეთესო კაპიტანი“ და  „ჟიურის სიმპათია“ გამოავლინეს.  „საუკეთესო მოთამაშეს“ დავით ბოხუასა და „საუკეთესო კაპიტანს“  ზაზა ონიანს საჩუქრად მობილური ტელეფონები გადაეცათ, ხოლო „ჟიურის სიმპათიას“ ალეკო გელოვანს მაჯის საათი ერგო.

ტურნირის გახსნამდე, აგვისტოს ომში დაღუპული ლევან დევდარიანის საფლავი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა და გამგებლის პირველმა მოადგილემ ზვიად მაჩაბელმა გვირგვინით შეამკეს.