"წყალდიდობა რუსთავში" (ფოტო/ვიდეო)

2017-06-30 10:30:49

გუშინ საღამოს რუსთავში მოსული ძლიერი წვიმის შემდეგ რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, გადაადგილება შეზღუდული იყო მესხიშვილის, ლეონიძის, ფალიაშვილის, ბალანჩივაძის ქუჩებზე, XII და XIX მიკრო-რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ჭყონდიდელის დასახლებაში. ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა, მოტეხილია ხეები, დაიტბორა სარდაფები, რამდენიმე მისამართზე საცხოვრებელ ბინაში ჩამოინგრა ჭერი. ადგილზე გვიან ღამემდე მობილიზებული იყო სამაშველო და თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ზარალის დადგენა, რის შემდეგაც კომისია შეისწავლის სტიქიის მიერ მიყენებულ ზიანს, მომზადდება შესაბამისი ხარჯთ-აღრიცხვა და გადაეგზავნება ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ნახეთ ვიდეო.