ამ მომენტისთვის ელექტრო ენერგია რუსთავის მოსახლეობას ნაწილს ისევ არ მიეწოდება. კომპანია "ენერგო პრო"-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ალტერნატიული წყაროს მეშვეობით მოხდა მარცხენა სანაპიროს ნაწილისთვის ელ. ენერგიის აღდგენა. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს სამუშაოები რათა ასევე ალტერნატიული საშუალებებით მოხდეს მარჯვენა სანაპიროს ნაწილის ჩართვა. ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ქალაქს ელექტრო ენერგია სრულად გვიან ღამით აღუდგება".