ძლიერი წვიმა რუსთავში

2017-06-29 19:52:09

ძლიერი წვიმა რუსთავში. რამდენიმე ქუჩა დაიტბორა და გაითიშა ელ. ენერგია. "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო"-ში განუცხადეს რომ - "ძლიერი ქარისა და წვიმის გამო დაზიანდა 110 კილოვატიანი გადამცემი ხაზი, ამ მომენტისთვის რუსთავი მთლიანად გათიშულია. სამუშაო ჯგუფი უკვე გავიდა ადგილზე და ეცდებიან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში ელექტრო ენერგიის მიწოდება აღდგეს".