გუშინ აგრარულ უნივერსიტეტში მან-სან-კანის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა. ფინალში 4 გუნდი იღებდა მონაწილეობას. რუსთავის კლუბმა „სმარტი“ კონკურსზე ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გუნდს „პრეზიდენტის თასი“ გადაეცა, ხოლო „სმარტის“ ერთ-ერთმა წევრმა, თორნიკე ცხოვრებაძემ, 2017 წლის მან-სან-კანის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშის თასი მიიღო. კონკურსის გამარჯვებული 2 გუნდი: „183“ და „შერეკილი“ გახდა.