სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია

2017-06-29 13:51:47

ააიპ "უზრუნველყოფის" სამსახური სასტუმრო "გრანდ ვეჯინის" მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. აღნიშნული ადგილიდან ინტენსიური წვიმის დროს რამდენჯერმე მოხდა წყლის ადიდება, რამაც ქალაქის ზოგიერთი ქუჩის დატბორვა გამოიწვია. ამ დროისთვის კი ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემის შეცვლა მიმდინარეობს, ძველი მწყობრიდან გამოსული მილი ახლით შეიცვლება. სამუშაოების დასრულდება ხვალ საღამოს იგეგმება.

ააიპ უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ზაზა კუპატაძის ინფორმაციით, სამსახური სანიაღვრე სისტემებზე უკვე მეორე წელია მუშაობს და ქალაქის მასშტაბით ყველა კვანძი მოწესრიგებულია, შესაბამისად ავარიული სიტუაციები არცერთ ადგილზე არ არსებობს.