რუსთავში პოლიციელებმა კაცი გადაარჩინეს [video]

2021-02-15 23:49:08

რუსთავში პოლიციელებმა კაცი გადაარჩინეს. [ვიდეო/video]

40 წლამდე მამაკაცი ცენტრალური ხიდის ჯებირის მეორე მხარეს იყო გადასული და მტკვარში გადახტომას აპირებდა. სამართალდამცავებმა, თითქმის ნახევარსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კაცი დაითანხმეს და ჯებირიდან გადმოიყვანეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კაცი ხიდიდან გადახტომას ოჯახური პრობლემების გამო აპირებდა. ის პოლიციელებს შვილთან შეხვედრას სთხოვდა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები