1 ივლისიდან უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდება

2017-06-29 11:53:12

1 ივლისიდან უფასო უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდება. ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფასო წამლების პროგრამის პირველ ეტაპზე წამლებს ის პირები მიიღებენ, რომლებსაც გულსისხლძარღვთა სისტემის, ენდოკრინოლოგიური დაავადებები (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებური ჯირკვლის დაავადებები), ბრონქალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აქვთ.

„1 ივლისიდან უფასო წამლების პროგრამა იწყება. ეს პროგრამა 100 ათასამდე მოქალაქისთვის იქნება და პენსიონერებს უდიდეს შვებას მოუტანს, რომელთაც პენსიიდან 30-40 ლარი წამლებზე ეხარჯებათ. მათთვის ეს შეღავათი იქნება და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ