Flea Market რუსთავის პარკში

2017-06-28 20:05:07

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა Flea market მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა რუსთაველმა ახალგაზრდებმა მიიღეს. საღამოს მუსიკალურად DJ აფორმებდა, პარკის ტერიტორიაზე კი მრავალფეროვანი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა გასართობი აქტივობაც გაიმართა, ადგილზე მისულ სტუმრებს Gif-ების გადაღების საშუალება სრულიად უფასოდ ჰქონდათ. საღამოს 21:00 საათზე კი პარკში მოხეტიალე კინოთეატრის ორგანიზებით ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი.

ღონისძიება სტუდენტური ფორუმის ორგანიზებითა და რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. ნახეთ ვიდეო.