ხმაური და კამათი საკრებულოს სხდომაზე (ვიდეო)

2017-06-28 16:24:30

მიმდინარე წლის 1ივლისიდან, საჯარო სამსახურებში რანგირების ახალი  წესი ამოქმედდება. საკითხს, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე აზრთა სხვადსხვაობა მოჰყვა. ახალი კანონის თანახმად, მერიის დაქვემდებარებაში მომუშავე, საჯარო მოხელეების ნაწილი,  სახელშკრულებო თანამშრომლობაზე გადადის. საკითხი სხდომაზე, ლავრენტი ალანიამ და საკრებულოს სხვა წევრებმა გააპროტესტეს.  მათი თქმით, საკონკურსო წესით  მიღებული თანამშრომლების, სახელშეკრულებო თანამშრმლობაზე გადასვლს უსამართლობაა, რადგან, პირების თანამდებობებიდან გათავისუფლება, მხოლოდ მერის სურვილის მიხედვით გახდება შესაძლებელი. საკრებულოს წევრებმა, საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით გარკვეული დრო ითხოვეს და აღნიშნული საკითხის დამტკიცების გადადება მოითხოვეს.

სხდომაზე სულ 13 საკითხი განიხილეს, მათ შორის მოქალაქეების ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების, ტერიტორიული გმოყენებისა და განაშენიანები წესების, ქალაქის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობისა და სხვა რიგი საკითხები.

საკრებულოს სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ლომიძე უძღვებოდა. ნახეთ ვიდეო.