ავტომობილი 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

2021-02-10 11:27:15

ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთში 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავდა მისი მეუღლე და 3 არასრულწლოვანი შვილი.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, აცანა-მამათის საავტომობილო გზაზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

50 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე 10, 11 და 14 წლის შვილებთან ერთად კი, ლანჩხუთის “მედალფას” კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს.

კლინიკაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი ა დროისთვის ბინაზე ეწერებიან.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები