მამაკაცმა ტირის თოფით ლეკვი მოკლა (ვიდეო)

2017-06-28 11:53:52

რუსთავში ბალანჩივაძის ქუჩაზე 45 წლამდე მამაკაცმა ლეკვი მოკლა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" არასამთარობო ორგანიზაცია "ცხოველთა მეგობრებმა" აცნობა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მამაკაცმა ლეკვი ტირის თოფით მოკლა, აღნიშნული ფაქტის შესახებ კი პოლიციას მეზობელმა შეატყობინა.

მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი ძაღლების მიმართ აგრესიულობით გამოირჩევა და მას ძაღლები აქამდეც დაუხოცავს. მეზობელთა მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ლეკვი ავადმყოფობდა და და მისი სიკვდილის მიზეზი სწორედ ეს გახდა. ფაქტთან დაკავშირებით, საქმე 259-ე მუხლით აღიძრა, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ნახეთ ვიდეო.

  მსგავსი ფაქტი რუსთავში რამდენიმე კვირის წინაც დაფიქსირდა.