ჩხუბი XX მკრ-ში (ვიდეო)

2017-06-28 11:25:25

ფიზიკური დაპირისპირება მე-20 მკრ-ში. ჩხუბი ადგილობრივ მოსახლეობას, ქართველებსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელებს შორის მოხდა. შელაპარაკება, აღნიშნული მკრ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მოქალაქემ მაღაზიის მომსახურების სერვისთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით ჩხუბმა გარეთ გადაინაცვლა. შემთხვევა გუშინ, დაახლოეით 22:00 საათზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით ჩხუბში 30 მდე მოქალაქე იყო ჩართული. ადგილზე 6 საპატრულო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. საქმესთან დაკავშრებით 2 პირი დაიკითხა.ნახეთ ვიდეო.

მსგავსი შემთხვევა მე-20 მკრ-ში რამდენიმე დღის წინაც მოხდა.