ლეონიძის ქუჩაზე ავარია მოხდა. თვითმხილველების თქმით, ქვეითად მოსიარულე ბებიასა და შვილიშვილს, სავარაუდოდ, მერსედესის მარკის ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა, ადგილზე სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ამ დროისთვის დაშავებულების მდგომარეობის შესახებ "ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი დეტალებს არკვევს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.