საჩვენებელი წვრთნა იაღლუჯზე (ვიდეო)

2017-06-27 14:47:19

იაღლუჯის მთაზე შსს-ს სტრუქტურული დანაყოფების ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საჩვენებელი წვრთნა ჩატარდა.

საჩვენებელ წვრთნაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
წვრთნას  საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა კორპუსის მეთაურიც დაესწრო. ნახეთ ვიდეო.