კოვიდვაქცინის გადამტანი ავტომობილი მოიპარეს [video]

2021-02-04 23:31:24

ამერიკაში, ფლორიდის შტატში ავტომობილი, რომელსაც კორონავირუსის ვაქცინა გადაჰქონდა, მოიპარეს. [ვიდეო/video]

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედიასაშუალება NBC ავრცელებს.

პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, სამართალდამცავები 10 000 დოლარის ღირებულების ვაქცინების მოპარვისთვის მამაკაცს ეძებენ. 

ავტომობილიდან მძღოლი იმის საკითხავად გადმოვიდა, თუ სად უნდა წასულიყო. მან გასაღები ძრავჩართულ და კარებღია ავტომობილში დატოვა, რა დროსაც ის სხვა პირმა გაიტაცა.

პოლიციამ სოციალურ ქსელებში მამაკაცის ვიდეო გაავრცელეს, რომელმაც ავტომობილი გაიტაცა.




ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები