ინფო რუსთავის კითხვა და ინტერტრანსის პასუხი

2019-02-04 12:49:26

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ ინფო რუსთავს კომპანია ინტერტრანსში განუცხადეს.

ინტერტრანსის დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები მგზავრებს საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით მოემსახურებიან.

"კომპანია „ინტერტრანსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი და მგზავრს რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, სატრანსპორტო საშუალების დატოვება სთხოვოს.

კომპანიის ცნობითვე, ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რუსთავი-თბილისის მიმართულებით იმოძრავებს, ყოველდღიურად გაივლის დეზინფექციას.