გაიხსნება თუ არა საბავშვო ბაღები რუსთავში 15 თებერვლიდან

2021-01-04 11:47:43

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ ცნობილი გახდა, რომ 15 თებერვლიდან საბავშვო ბაღებში სწავლა არ განახლდება. საზოგადოებას საბავშვო ბაღების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ მიუღია. შესაბამისად უცნობია, როდის იგეგმება საბავშვო ბაღების გახსნა.

მოგვიანებით ბაღების გახსნასთან დაკავშირებით, მოკლე კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრმა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ბაღების გახსნის შესახებ განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

„რაც შეეხება ბაღებს, ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება. კონკრეტული თარიღების შესახებ ცალკე განცხადება გაკეთდება მომავალში“, - განაცხადა განათლების  მინისტრმა.

ცნობისთვის, საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან საქართველოში სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

"15 თებერვლიდან ჩვენი შვილები სწავლასა საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ბავშვები სკოლაში სასწავლო კლასებში გააგრძელებნ სწავლას", - განაცხადა გახარიამ.